Cvens Sesaxeb
გიორგი ყვავილაშვილი
დირექტორი
ანდრია კილაძე
პროექტის მენეჯერი
დავით ნანიტაშვილი
მთავარი ინჟინერი
ნანა ძიძიგური
ოპერაციების მენეჯერი
ნათია გელაძე
შესყიდვების მენეჯერი
შპს „ტერიქსი“ დაარსდა 1997 წელს. საწყის ეტაპზე შპს „ტერიქსი“-ს საქმიანობა შემოიფარგლებოდა სხვადასხვა ტიპის წყლის გამაცხელებელი მოწყობილობების მონტაჟითა და მათი პროფილაქტიკური მომსახურებით.
ამჟამად კომპანია ,,ტერიქსი“ თავის მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, რომელიც მოიცავს ყველა ტიპის გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის, კანალიზაციის, წყალარინებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემების საინჟინრო-საპროექტო, საკონსულტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს. აღნიშნული სისტემების მონტაჟსა და მომსახურებას ანხორციელებს როგორც კერძო საცხოვრებელ, ასევე საოფისე, კომერციული და ინდუსტრიული დანიშნულების მქონე ობიექტებზე.
საიმპორტო ურთიერთობის გარდა, მომწოდებლებთან ურთიერთობა მოიცავს „ტერიქსი“-ს პერსონალის პერიოდულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას აღნიშნული კომპანიების ეგიდით გამართულ სემინარებსა და ტრენინგებზე და შემგომში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების ადგილობრივ მომხმარებლებთან და ზოგადად, ბაზრის მოთხოვნებთან საუკეთესო მისადაგებას.
კომპანიის მომხმარებლები არიან როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირები და დაარსების თარიღიდან დღემდე კომპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული აქვს როგორც მსხვილი, ასევე საშუალო და მცირე ზომის გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის, წყალარინებისა და სახანძრო უსაფრთხოების 1500-მდე სისტემა და დასაქმებულთა საერთო რიცხვმა ამ წლების განმავლობაში გადააჭარბა 250 პირს